თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს

თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს

თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, რესტორანში, "სტუმარი და მასპინძელი", ჩხუბი იყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.