ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 28 064-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა კი 67 611-მდე გაიზარდა.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 117 ადამიანი დაიღუპა.