ანა დოლიძე - ჩვენი თანაპარტიელი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

ანა დოლიძე - ჩვენი თანაპარტიელი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა

პარტია "ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების დროს დაკავებული ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

,,ამ დილით, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების დროს დაკავებული ჩვენი წევრი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც თან არ ახლდა არანაირი მტკიცებულება, უსამართლოა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ როგორ გამოიყენება ადმინისტრაციული დაპატიმრება, როგორც სადამსჯელო მექანიზმი”, - წერს ანა დოლიძე.