თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი საბურავების ქარხანაში გაჩნდა, რამაც ძლიერი კვამლი გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.