ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა რუსეთის ორი თვითმფრინავი გაანადგურეს

ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა რუსეთის ორი თვითმფრინავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.

„უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული A-50 შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის საჰაერო კონტროლის ცენტრი - Ил-22 გაანადგურეს“, - აცხადებს ზალუჟნი.

მან უკრაინის საჰაერო ძალებს შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და Ил-22 ტიპის თვითმფრინავი დააზიანეს.