ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით ლატვიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო მეგობრებო - ვოლოდიმირ ზელენსკი და დმიტრო კულება, რიგაში!

ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.

დიდება უკრაინას!”, - წერს კარინში.