ენტონი ბლინკენი კატარში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი კატარში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიიდან კატარში ჩაფრინდა.

ბლინკენი დოჰაში ჯერ ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის, შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ - თანის შეხვდება.

კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა.