ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რომის პაპმა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაზე ისაუბრეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რომის პაპმა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელება მუშაობის საკითხი განიხილეს,- ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ ვესაუბრე მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს. განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა მშვიდობის ფორმულაზე - 80-ზე მეტი სახელმწიფო პროცესში უკვე წარმომადგენლების დონეზეა ჩართული, იქნება კიდევ მეტი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მადლიერია ვატიკანის მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უკრაინული მხარის მუშაობის მიმართ ახორციელებს.