სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ

სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ

რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„ჩვენმა შემტევმა ნაწილებმა დღეს მარინკას დასახლება მთლიანად გაათავისუფლეს“, - განუცხადა სერგეი შოიგუმ პუტინს.

თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ მარინკას დაკავება ბახმუტის აღების შემდეგ რუსი სამხედროების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

„მინდა მოგილოცოთ. ეს წარმატებაა, რომელიც რუს ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს, რომ უფრო ფართო ოპერაციულ ზონაში გადავიდნენ“, - აღნიშნა პუტინმა.