„ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის წინადადებას უარყოფენ

„ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის წინადადებას უარყოფენ

„ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის წინადადებას უარყოფენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ეგვიპტურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით ეგვიპტის წინადადება ღაზაში „ჰამასის“ მიერ კონტროლის დათმობის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.

„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

„ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ისრაელის აგრესია, ხოცვა-ჟლეტა და გენოციდი დავასრულოთ. აგრესიის შეჩერებისა და დახმარების გაზრდის შემდეგ ჩვენ მზად ვართ პატიმრების გაცვლაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.