შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„შალვა პაპუაშვილმა ელჩს საქართველოში მისი 4-წლიანი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ევროპული საბჭოს სხდომასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. აგრეთვე, შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის განხორციელების საკითხი.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთან მიმართებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.