უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს.

„სულ, Shahed-136/131 ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება დაფიქსირდა, რომელთაგან 9 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა გაანადგურეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები უკრაინის მიმართულებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.