„ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა

„ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა

"ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

„ჰამასის“ ინფორმაციით, დღის განმავლობაში 589 ადამიანი დაშავდა. როგორც BBC -ი აცხადებს, ის დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.

ცნობისთვის, ღაზის სექტორში ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები 1-ელ დეკემბერს განაახლა.