დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს, არიან დაშავებულები

დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს, არიან დაშავებულები

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანია.

გამოცემის ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.