ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ბელგიელ კოლეგასთან ერთად ისრაელში ჩავა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ბელგიელ კოლეგასთან ერთად ისრაელში ჩავა

ხუთშაბათს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ბელგიელ კოლეგასთან, ალექსანდერ დე კროოსთან ერთად ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.

ესპანეთისა და ბელგიის ლიდერები ისრაელში პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ, იცხაკ ჰერცოგს შეხვდებიან.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, სანჩესი და დე კროო რამალაში პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთანაც გამართავენ შეხვედრას.