რუსეთის აეროპორტები და ავიახაზები საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშება

რუსეთის აეროპორტები და ავიახაზები საავიაციო დომენის ზონიდან გაითიშება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული მასიური ანტირუსული სანქციების ფონზე, რუსული ავიახაზები და აეროპორტები საერთაშორისო .aero დომენის ზონას გაეთიშება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შვეიცარიულმა სამოქალაქო ავიაციის სერვისის პროვაიდერმა SITA-მ მიიღო, რომელიც აღნიშნულ დომენის ზონას მართავს.

რუსეთში .aero დომენის ზონაში 200-ზე მეტი ვებგვერდია რეგისტრირებული. ამ დომენს იყენებს დაახლოებით 30 აეროპორტი, მათ შორის შერემეტევო, ჟუკოვსკი, ყაზანი, კრასნოიარსკი, და 15 ავიაკომპანია.