ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთით მდებარე დოვევის თემის მახლობლად, საზღვართან ახლოს, რაკეტამ რამდენიმე სამოქალაქო ავტომობილს დაარტყა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სარაკეტო ცეცხლის წყაროს საარტილერიო დაბომბვით პასუხობენ.