ბელარუსის საგარეო უწყება - ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ურთიერთობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ

მინსკში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, იგორ ნაზარუკსა და ბელარუსში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, გიორგი საგანელიძეს შორის შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე განიხილეს ბელარუსულ-ქართული დიალოგის აქტუალური საკითხები. მიღწეულია შეთანხმება ორმხრივი ინტერესის საკითხებზე ურთიერთობის გააქტიურების შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.

























