„კლინიკა ნიუმედში“ სეზონურ გრიპზე აცრა ყველა მსურველისთვის უფასოდ არის შესაძლებელი

„კლინიკა ნიუმედში“ სეზონურ გრიპზე აცრა ყველა მსურველისთვის უფასოდ არის შესაძლებელი.
„კლინიკა ნიუმედის“ ცნობით, საყურადღებოა და რეკომენდებულია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქინაცია.
„კლინიკა ნიუმედი“ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს 6 თვის ასაკიდან, სთავაზობს აცრას გრიპის საწინააღმდეგო ნიდერლანდური ოთხკომპონენტიანი ვაქცინით «Abbott Laboratories GmbH» (ინფლუვაკი ტეტრა) უფასოდ.
ჩაწერისთვის მომხმარებელს შეუძლია კლინიკას შემდეგ ნომერზე დაუკავშირდეს:
032 2 14 14 10. კლინიკის მისამართი: თბილისი, მარიჯანის ქუჩა N4 (ვაჟა-ფშალევას ძეგლთან),- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























