ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 7 000-ს გადაცდა

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 7 000-ს გადაცდა

ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 7 000-ს გადაცდა, - ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 7 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მათ შორის, 2 913 ბავშვია, ხოლო 1 650 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით რეიდი განახორციელა.