იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხუთშაბათს ბრიუსელში მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, დორინ რეჩანს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

26 ოქტომბერს სტოლტენბერგი ნატოს შტაბ-ბინაში მოლდოვის პრემიერ-მინისტრ, დორინ რეჩანს უმასპინძლებს.

ხუთშაბათს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა უხელმძღვანელებს.

შეხვედრის დაწყებამდე სტოლტენბერგი და რეჩანი პრესის წინაშე მოკლე განცხადებებს გააკეთებენ.