არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არგენტინაში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, ნოემბერში მეორე ტური მემარცხენე კანდიდატ სერხიო მასასა და ულტრამემარჯვენე ხავიერ მილეს შორის გაიმართება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მიღებული ხმების რაოდენობით პირველ ადგილზეა მემარცხენე კანდიდატი სერხიო მასა, რომელმაც 8 877 325 ხმა, ანუ ამომრჩეველთა ხმების 36.33% მოიპოვა, ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელმა კანდიდატმა ხავიერ მილეიმ კი - 7 373 876 ხმა, ანუ 30.18%.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური არგენტინაში გუშინ ჩატარდა. არჩევნები ამომრჩეველთა აქტივობა 75%-ზე მეტი იყო და ამ დროისთვის დათვლილია ხმების 90%-ზე მეტი.