ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სირენების ხმა ისმის

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სირენების ხმა ისმის

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, 8-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის, მათ შორის რიშონ ლეციონში, ხოლონსა და ბათ-იამში.

ამ დროისთვის, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.