მედია - კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

მედია - კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დღეს დილით, კვიპროსის დედაქალაქში, ისრაელის საელჩოსთან პატარა ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 17-დან 21 წლამდე ასაკის, წარმოშობით სირიელი, ოთხი მამაკაცი დააკავა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიქოზიაში, საელჩოს შესასვლელიდან, დაახლოებით, 30 მეტრში აფეთქდა.