ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონა ეგვიპტიდან რაფაჰის გამშვები პუნქტისკენ გაემართა

ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონა ეგვიპტიდან რაფაჰის გამშვები პუნქტისკენ გაემართა

ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონა ეგვიპტიდან რაფაჰის გამშვები პუნქტისკენ გაემართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები ავრცელებენ.

„ჩვენ ტერმინალში მივედით და ახლა შემდეგ ნაბიჯს ველოდებით“, - განაცხადა, ერთი-ერთი ჰუმანიტარული ჯგუფის წარმომადგენელმა, ჰება რაშედმა.

ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელ-არიშიდან კიდევ ასობით სატვირთო მანქანა გაემართა რაფაჰისკენ.

ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, გაიხსნება თუ არა რაფაჰის გადასასვლელი, რათა ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში შევიდეს.