ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელს ეწვევიან

ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელს ეწვევიან

ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავლენ, - ინფორმაციას ევროპული კომისია ავრცელებს.

„ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა პარასკევს ისრაელს ეწვევიან, რათა გამოხატონ სოლიდარობა „ჰამასის“ ტერაქტების მსხვერპლთა მიმართ და შეხვდნენ ისრაელის ხელმძღვანელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.