წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ლოკალიზებას ადგილზე მობილიზებული რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დახმარებას გაუწევს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.