ისრაელის გენერალი აცხადებს, რომ კფარ აზას დასახლებაში მოკლული ბავშვები იპოვეს

ისრაელის გენერალი აცხადებს, რომ კფარ აზას დასახლებაში მოკლული ბავშვები იპოვეს

ისრაელის კფარ აზას დასახლებაში მოკლული ბაშვები იპოვეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა განაცხადა. მის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ციტირებს.

“ბავშვებს, დედებს, მამებს ხედავ, მათ საძინებელ ოთახებში, მათ თავშესაფრებში და [ხედავ] როგორ კლავს მათ ტერორისტი…

ეს ომი არ არის, ეს ბრძოლის ველი არ არის, ეს ხოცვა-ჟლეტაა”, - განაცხადა ვერუვმა.

Reuters-ის ცნობით, ადგილზე "ჰამასის" მებრძოლების, ასევე, ადგილობრივი ებრაელი მოსახლეების გვამები იქნა აღმოჩენილი.