„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი - ყველა პალესტინელს მოვუწოდებ ბრძოლას შეუერთდეს - მტერს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს ჩადენილი დანაშაულების და ტერორიზმის გამო

„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი - ყველა პალესტინელს მოვუწოდებ ბრძოლას შეუერთდეს - მტერს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს ჩადენილი დანაშაულების და ტერორიზმის გამო

ყველა პალესტინელს მოვუწოდებ, რომ ბრძოლას შეუერთდეს, - ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე აცხადებს.

„განადგურებამ და სისასტიკემ, რომელსაც [ისრაელის] მთავრობა ღაზაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს, გამოიწვია ის საოცარი შედეგები, რომელთაც ჩვენმა წინააღმდეგობის ფრაქციებმა მიაღწიეს.

მტერს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და ტერორიზმის გამო“, - აღნიშნავს ჰანიე.