მედია - კატარი "ჰამასთან" მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

მედია - კატარი "ჰამასთან" მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

კატარი „ჰამასთან“ მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ კატარის პრემიერ-მინისტრი კვირას „ჰამასის“ ლიდერებსაც შეხვდა.

”საქმეები ძალიან სწრაფად მიდის”, - აღნიშნა წყარომ.

როგორც მედია წერს, აშშ-ს ოფიციალური პირები თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბარბარა ლიფი, კატარელებთან მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში კომუნიკაციაში იყვნენ.