ისრაელის არმიასა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლა გრძელდება

ისრაელის არმიასა და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლა გრძელდება

ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და „ჰამასის“ შეიარაღებულ პირებს შორის სამხრეთ ისრაელში ღაზას სექტორის მახლობლად 7-8 ლოკაციაზე კვლავ ბრძოლა მიმდინარეობს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ღაზაში 1 000-ზე მეტ სამიზნეს შეუტიეს.

„ამ ოპერაციის ფარგლები სრულიად განსხვავებულია. იმაზე მეტი დროა საჭირო, ვიდრე ველოდით, რომ ყველაფერი თავდაცვით, უსაფრთხოების მდგომარეობას დაუბრუნდეს“, - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა ბრიფინგზე.