„ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის განცხადებით, თელ-ავივის მიმართულებით კიდევ 150 რაკეტა გაისროლეს

„ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის განცხადებით, თელ-ავივის მიმართულებით კიდევ 150 რაკეტა გაისროლეს

"ჰამასის“ შეიარაღებული ფრთა „იზედინ ალ-ქასამის ბრიგადები“ აცხადებს, რომ საღამოს თელ-ავივის მიმართულებით კიდევ 150 რაკეტა ისროლეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჯგუფის მტკიცებით, ეს იყო პასუხი ღაზას ცენტრში საცხოვრებელი კოშკის დაბომბვაზე.

CNN-ის ცნობით, თელ-ავივში სირენებისა და აფეთქებების ხმები ისმოდა.