მთიან ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა

მთიან ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა

მთიან ყარაბაღში საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 290 დაშავდა და რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ათობით დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.