ოდესაში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ოდესაში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

რუსეთის მიერ უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმა სამაგიეროს გადახდის პათეტიკური მცდელობაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების მტკიცებით, კრემლმა პარასკევს, სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმას უპასუხა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ოდესაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც საპორტო ინფრასტრუქტურა, სასტუმრო და მარცვლეულის საცავები დაზიანდა. მაშველებმა ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.