აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ სომხეთის შეიარაღებული ძალების 90-ზე მეტ საბრძოლო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია მოექცა

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ სომხეთის შეიარაღებული ძალების 90-ზე მეტ საბრძოლო და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია მოექცა

აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 90-ზე მეტ საბრძოლო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციაზე მოიპოვა კონტროლი, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამოღებულია 7 სამხედრო დანიშნულების მანქანა, 4 ნაღმმტყორცნი, 1 ტანკი და 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა.აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყარაბაღის რეგიონში განლაგებული სომხური შეიარაღებული ძალების ფორმირებები და სომხური უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები იარაღს ყრიან და საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს ტოვებენ.