რუსეთის თავდაცვის უწყება - ყირიმში 11 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის თავდაცვის უწყება - ყირიმში 11 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დღეს დილით ყირიმის თავზე 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„14 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 05:30 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 11 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - აცხადებენ უწყებაში.

მანამდე, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.