მოსკოვის მერის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა

მოსკოვის მერის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქისკენ მიმავალი ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - დაწერა მოსკოვის მერმა "ტელეგრამზე".

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. უწყების ცნობით, ერთი დრონი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.