თურქეთში, დერინჯეს პორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

თურქული მედიის ინფორმაციით, დერინჯეს პორტის ტერიტორიაზე მძლავრი აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება მარცვლეულის საცავში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულია 10 ადამიანი, ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“აფეთქება ერთ-ერთი გემის გადატვირთვის დროს მოხდა. შესაძლებელია მარცვლეულის მტვრის დეტონაციას ჰქონდეს ადგილი", - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.

























