რუმინეთის საგარეო უწყება - საქართველო რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკული შეხსენებაა

რუმინეთის საგარეო უწყება - საქართველო რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკული შეხსენებაა

საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 15 წელი გავიდა. საქართველო არის ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიის ტრაგიკული შეხსენება, - ასე ეხმაურება რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 15 წლისთავს.

უწყება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.

"რუმინეთი როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას", - აღნიშნულია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.