ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოყო

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოყო

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოყო.

უწყების განცხადებით, ახალ პაკეტში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ისთვის გამშვები დანადგარები, ანტიდრონული სისტემები და სხვა მოწყობილობა შევა.

„7 თვის განმავლობაში ლიეტუვამ უკვე გადასცა უკრაინას Ми-8 ტიპის ვერტმფრენები, L-70-ის ტიპის საზენიტო ზარბაზნები, საბრძოლო მასალით, M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, მილიონობით ვაზნა და საბრძოლო მასალა ნაღმმტყორცნებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ლიეტუვა აქტიურ მონაწილეობას იღებს უკრაინელი სამხედროების მკურნალობასა და რეაბილიტაციაში.