რუსეთმა აფრიკის ქვეყნების 23 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოწერა

რუსეთმა აფრიკის ქვეყნების 23 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოწერა

რუსეთმა აფრიკის ქვეყნების 23 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოწერა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთი-აფრიკის სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“რუსეთი ასევე მონაწილეობს აფრიკის ქვეყნების დავალიანების ტვირთის შემსუბუქების მცდელობებში. ამ მომენტისთვის ჩვენს მიერ ჩამოწერილი დავალიანების საერთო ჯამი 23 მილიარდ დოლარს შეადგენს”, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ “აფრიკული ქვეყნების ბოლოდროინდელი მოთხოვნებით” რუსეთი მათ კიდევ 90 მილიონ დოლარს გამოიყოფს.