ილონ მასკმა „ტვიტერის“ ლოგო შეცვალა

ილონ მასკმა „ტვიტერის“ ლოგო შეცვალა

სოციალური მედიის გიგანტმა “ტვიტერმა“ კომპანიის ლოგო შეცვალა, კერძოდ ლურჯი ჩიტი X-ით ჩაანაცვლა.

„მალე ჩვენ დავემშვიდობებით ტვიტერის ბრენდს და თანდათანობით, ყველა ფრინველს“, - დაწერა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თავის ანგარიშზე.

მისი თქმით, "X.com"დომენი ქსელის მომხმარებლებს Twitter-ის მთავარ გვერდზე გადაამისამართებს.

მასკმა, საკუთარ პროფილზე გააზიარა კომპანიის სათაო ოფისის ფოტო, რომლის შენობაც ახალი ლოგოთია განათებული.