ანონსი 21 ივლისი

ანონსი  21 ივლისი

21 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია გაიმართება.

მის: მაჩაბლის 11

საკონტაქტო: თეონა ომანაძე 599 58 00 01

21 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

21 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის.: თავისუფლების 2

21 ივლისს, 15:00 საათზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) „სტალინური სიების“ განახლებული ვებგვერდის პრეზენტაციას გამართავს. მის.: ივანე მაჩაბლის ქუჩა N13, მწერალთა სახლი

საკონტაქტო: მაგდა გუგავა 599420206

21 ივლისს, 16:00 საათზე, სასტუმრო „ირმენში“ „არგენტინის სახლი საქართველოში“ გამართავს პრესკონფერენციას არგენტინის საქმიანი წრეებისა და ბრაზილიის მსოფლიო მნიშვნელობის ტელევიზიის ვიზიტის შესახებ საქართველოში.

მის.: ავლაბარი, მარტყოფის ქ.N1 (სახალხო მასწავლებლის, გრიგოლ კობახიძის სკოლის გვერდით).

საკონტაქტო: ნიკოლოზ პატარქალიშვილი 555 90 32 48; 599 23 55 20