მედია - ანკარაში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

მედია - ანკარაში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ქარხანაში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქება მანქანათმშენებლობისა და ქიმიური მრეწველობის (MKE) კაფსულების წარმოების ქარხანაში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.