მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში საპროტესტო ტალღა მცირდება

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში საპროტესტო ტალღა მცირდება.
როგორც დასავლური მედია წერს, საპროტესტო მღელვარების შემცირების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.
ფრანგული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საფრანგეთის ჟანდარმერიამ 49 პირი დააკავა, რაც გაცილებით ნაკლებია წინა დღეების მონაცემებთან შედარებით (719 - შაბათს და 1300 - პარასკევს).
ასევე, ემანუელ მაკრონი პროტესტების დროს დაზარალებული ქალაქების მერებთან შეხვედრასაც გეგმავს.
მანამდე შექმნილი ვითარების გამო, მაკრონმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი გააუქმა.

























