ანონსი 25 ივნისი

ანონსი  25 ივნისი

25 ივნისს, 10:00 საათზე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) კიბერუსაფრთხოების ჰაკათონს უმასპინძლებს.

მის: საქართველოს უნივერსიტეტი, მ. კოსტავას 77ა

საკონტაქტო: 577 26 10 64

25 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოქმედებითი ვორქშოფის „წერის არქიტექტურის“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს ლიტერატურული წერის ტექნიკას გააცნობენ.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ-ს პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

25 ივნისს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან "ევროპული საქართველო" დაპარტნიორი ორგანიზაციები აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96