თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა და იენს სტოლტენბერგმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები განიხილეს

თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა და იენს სტოლტენბერგმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები და ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობა განიხილეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„ისინი მიესალმნენ მხარდაჭერას, რომელსაც მოკავშირეები და პარტნიორები ორმხრივად უზრუნველყოფენ, რათა დაეხმარონ უკრაინას დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, საუბარი იყო შვედეთის ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზე.

„მათ ხაზი გაუსვეს საერთო სურვილს, მიესალმონ შვედეთს ალიანსში რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.