ანონსი 6 ივნისი

6 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
6 ივნისს, 10:30 საათზე. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კვლევის პრეზენტაციას და დისკუსიას თემაზე: „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზია“ გამართავს.
მის: თავისუფლების მოედანი 4 („ქორთიარდ მარიოტი“)
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03
6 ივნისს, 10:30 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კვლევის „რუსული კაპიტალი და რუსული კავშიები ქართულ ბიზნესში“ შედეგების შესახებ დისკუსიას გამართავს.
დისკუსია გაიმართება „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში - „საქართველოს გამოწვევები და მედეგობა რუსული დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეებისადმი“.
მის: სასტუმრო Holiday Inn
საკონტაქტო:: მაგდა გუგავა - 599420206
6 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისას“
დაფუძნება და სამომავლო გეგმები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
6 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრები გაიმართება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
მის: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“)
6 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
6 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს კლიმატის მწვანე წიგნთან დაკავშირებით ეროვნული კონსულტაცია გაიმართება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი N1 (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი)
6 ივნისს, 13:30 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ეწვევა და სტუდენტებთან საჯარო ლექციას გამართავს.
შეხვედრის შემდეგ ელჩი, KIU-ში ბაუჰაუზის ფოტოგამოფენას გახსნის.
მის: ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი N5
6 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ გაიმართება.
მის: ელიას მთა, წმ.სამების საკათედრო ტაძარი. I სართული
საკონტაქტო: 595 30 05 19 ნათია გოგუაძე
6 ივნისს, 11:30 საათზე, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სეზონური ინფექცია და ვირუსი - ჩუტყვავილა, ქუნთრუშა, მონონუკლეოზი, ხელის, ფეხის და პირის დაავადებები.
მის: ერწოს ქ.N11.
საკონტაქტო: 599726565
6 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის მერიის ორგანიზებით, ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოს კომიტეტის შეხვედრა გაიმართება.
მის: სასტუმრო „ბილთმორი“, „Grand Royal Ballroom“.
6 ივნისს, 14:00 საათზე, წალენჯიხაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად, წალენჯიხის მერს გია ხარჩილავას შეხვდება.
თემა: წალენჯიხის საერთაშორისო კამპუსის წარდგენა.
მის: წალენჯიხა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, თამარ მეფის #9
საკონტაქტო: ეკა ბელქანია - 599 85 72 20
6 ივნისს, 17:00 საათზე, ბიზნეს-ცენტრ „King David“-ში მეცნიერთა კონგრესის კონფერენცია - „სიკეთით გამარჯვებული, ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფოსთვის“ გაიმართება.
მის: ალექსიძის N12, King David კომპლექსი, (რეზიდენციის მეორე სართული, შესასვლელი გვერდიდან)
საკონტაქტო: ვახში ჟვანია - 577 40 71 82
6 ივნისს, 20:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ ახალი ქართული სერიალის „აკადემია“ პრემიერა გაიმართება.
საკონტაქტო: გიორგი კვაბზირიძე - 599 566 999

























