ანონსი 5 ივნისი

5 ივნისს, 08:30 საათზე, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფისა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ვახტანგ ტალახაძე გაეცნობიან.
მის: კუს ტბა (ცენტრალური შესასვლელი, საათთან);
საკონტაქტო - 593 882626 თათია, 551 515599 სოფო.
5 ივნისს, 11:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების საბავშვო ბაღთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრი თათია ნიკოლაშვილი, ბრიფინგს გამართავს.
თემა: ოზურგეთის მერიის გულგრილობა და უპატრონოდ დარჩენილი საბავშო ბაღებიმის: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ნატანების საბავშო ბაღი
საკონტაქტო: თათია ნიკოლაშვილი - 599 193 131
5 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ხახიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ზაფხულის ტურისტული სეზონი: როგორ ხვდება საქართველოს დაცული ტერიტორიები წლევანდელ სეზონს, რა სიახლეებს სთავაზობს სააგენტო ტურისტებს, რომელია ყველაზე პოპულარული მიმართულებები.
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის შედეგები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
5 ივნისს, 11:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია, „საქართველოს პირველი რესპუბლიკის სათავეებთან - აქტუალური კონსტიტუციური განვითარებების გათვალისწინებით“ გაიმართება.
მის: ჩარგლის ქ 73, (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი N 305)
საკონტაქტო: 599 56 34 55; 577 49 49 35
5 ივნისს, 11:00 საათზე, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანენ ოფიციალურ წერილს, რომლითაც მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტისგან ნიკა გვარამიას პატიმრობის დაუყოვნებლივ დასრულებას და პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ითხოვს.
საკონტაქტო პირი: ნინო გოგინაშვილი - 555636636
5 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა და სამუშაო შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
მის: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“)
5 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა - „დაბალემისიიანი მობილობის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში"
მის: მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
5 ივნისს, 12:00 საათზე, ხელვაჩაურში სოფელ ზანაქიძეებში ხელვაჩაურის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებთან ერთად გამართავს ბრიფინგს.
თემა: ხელისუფლების მიერ უყურადღებოდ დატოვებული სტიქიურ ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლები.
მის: ხელვაჩაური, სოფელი ზანაქიძეები
საკონტაქტო: მიშა ბოლქვაძე - 577 03 21 05
5 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
5 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას 7
5 ივნისს, 14:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლავკოვის სამეულის - სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდება.
თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)
5 ივნისს, 15:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის, ვოლფგანგ სობოტკას მიერ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
5 ივნისს, 15:50 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება გაკეთდება პრესისთვის.
მის: შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
5 ივნისს, 16:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და CENN-ის 25 წლის იუბილე გაიმართება.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური მისიების, განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკონტაქტო: 599 877 808 მარიამი
5 ივნისს, 16:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
5 ივნისს, 17:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

























