ჯოზეფ ბორელი - მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენლად ჩანდა - მოლდოვის გზა არ არის დამოკიდებული იმაზე, რა ხდება დნესტრისპირეთთან

ჯოზეფ ბორელი - მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენლად ჩანდა - მოლდოვის გზა არ არის დამოკიდებული იმაზე, რა ხდება დნესტრისპირეთთან

მოლდოვის გზა ევროკავშირში დნესტრისპირეთის ვითარებაზე არ არის დამოკიდებული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე განაცხადა.

“მოლდოვა [ევროკავშირში გაწევრიანების] კანდიდატია, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენლად ჩანდა. მაგრამ ახლა იგი კანდიდატია… მოლდოვის გზა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება დნესტრისპირეთთან”, - განაცხადა ბორელმა.

მან კვიპროსის მაგალითი გაიხსენა, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკად და არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკად იყოფა, მაგრამ მაინც გახდა ევროკავშირის წევრი.

“მოლდოვას [ასევე] შეუძლია ეს გააკეთოს,” - აღნიშნა ბორელმა.